Thumbnail
  • 📅 1 ივლისი | ⌚ 00:00 | ⚽ ბარსელონა V ატლეტიკო
  • ბარსელონა შინ გოლს არ უშვებს, ატლეტიკო ბრწყინვალე ფორმაშია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ლა ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე "კამპ ნოუზე" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა - ბარსელონას კიდევ ერთი წაფორხილება, ალბათ, ტიტულის დათმობად დაუჯდება. არადა, მეტოქე ატლეტიკოა...

გამოკითხვა

ვინ მოგებს?

  • ბარსელონა
  • X
  • ატლეტიკო

ბარსამ წინა ტურში სელტასთან ქულები დაკარგა, როცა იაგო ასპასმა ტერ შტეგენის კარში შესანიშნავი საჯარიმო გაიტანა - 2:2. ამან კიკე სეტიენის პოზიცია გუნდში საგრძნობლად შეარყია

კიკე სეტიენი

კიკე სეტიენი (ბარსელონას მწვრთნელი): "ატლეტიკოსთან დაპირისპირება ყოველთვის ძალიან მძიმეა. მათ თამაშის განვითარების რამდენიმე ალტერნატიული გეგმა აქვთ. დიეგო სიმეონეს ძლიერი გუნდი ჰყავს. თითოეულმა ფეხბურთელმა ძალიან კარგად იცის, რა დროს, როგორ ითამაშოს. 
მაგრამ მე მაინც მივიჩნევ, რომ თითოეული თამაში ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ატლეტიკოსთან დაპირისპირება. გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ტურნირის დასრულებამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ რაც დრო გადის, თამაშებს შორის პაუზა სულ უფრო მცირდება. 

როგორც ცხოვრებაში, კლუბშიც ყოველთვის არის უთანხმოებები. ყველა ადამიანს პრობლემის გადაწყვეტის თავისი გზის სიმართლის სჯერა. არსებობს პრობლემები ბარსელონაშიც, მაგრამ მე მათ მნიშვნელოვნად არ ვთვლი, მთავარი ხაზი პოზიტიურია, მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის კარგი კომუნიკაციაა. 
ჩვენ კრებები ხშირად გვაქვს, გუშინ ერთ-ერთი ასეთი იყო და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. მთავარზე ფოკუსირებულები ვართ - ფეხბურთზე. მოსამატებელი გვაქვს იმის მიუხედავად, რომ ხშირად მეტოქეებს აშკარად ვჯობნით. გოლების გატანა ცოტა გვიჭირს, რაც იწვევს დაძაბულობას თამაშისას. 

რაც შეეხება ჩემს მომავალს, თქვენ მეტი იცით - მე ვდგავარ სათადარიგოთა სკამთან და გუნდს ვხელმძღვანელობ. სხვა საკითხებზე ფიქრი ჩემთვის ახლა არ შეიძლება. 
რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია, გავაკონტროლებთ, დანარჩენი კონკურენტზეა დამოკიდებული, იქნებ, გაგვიმართლოს. მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ატლეტიკოს თუ ვერ მოვუგებთ, მართალია, შანსები ისევ დაგვრჩება, მაგრამ ძალზე შემცირებული. უნდა მოვიგოთ ყველა მატჩი და დაველოდოთ, რა მოხდება სხვა თამაშებში".

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • რეალი
  • X
  • ხეტაფე

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას ლა ლიგაში შინ უკვე 28 მატჩია, რაც არ წაუგია.

⚽ ლა ლიგის ბოლო 4 საშინაო მატჩში ბარსელონას გოლი არ გაუშვია.

⚽ ატლეტიკოს ლა ლიგაში 4-მატჩიან მოგებათა სერია აქვს.

⚽ ლა ლიგაში ბარსელონას ბოლო 3 საშინაო მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ატლეტიკომ ლა ლიგაში ბოლო სამი დაპირისპირება 1-გოლიანი უპირატესობით მოიგო.

⚽ ლიონელ მესის მორიგი გოლი მისთვის კარიერაში მე-700 იქნება. 

⚽ პირველ წრეში ბარსელონამ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" 1:0 გაიმარჯვა. გოლი მესიმ გაიტანა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვალენსია
  • X
  • ბილბაო

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არტურო ვიდალი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლუის სუარესი, გრიზმანი
ტრავმა: დემბელე, დე იონგი, სერხი რობერტო (?)
დისკვალიფიკაცია: არავინ

ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, ფელიპე, ლოდი - საულ ნიგესი, ერერა - ჟოაო ფელიქსი, მარკოს ლორენტე, ლემარი - დიეგო კოშტა
ტრავმა: ვრსალიკო, ერმოსო
დისკვალიფიკაცია: კოკე, სავიჩი

კომენტარები

ბოლო ამბები