Thumbnail
  • 📅 30 ივნისი | ⌚ 23:45 | ⚽ ჯენოა V იუვენტუსი
  • იუვენტუსს სერია A-ში ბოლო 5 მატჩი მოგებული აქვს
  • ჯენოამ უკანასკნელ 2 შეხვედრაში 4 პენალტი დაარტყა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ტურინის იუვენტუსი სერია A-ს 29-ე ტურის მატჩის ჩასატარებლად გენუაშია ჩასული და უდავოა, რომ 30 ივნისს Stadio Comunale Luigi Ferraris-ზე ფავორიტის რანგში გავა. მაურიციო სარის შეგირდები 69 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან და მეორეადგილოსან რომის ლაციოს 4 ქულით უსწრებენ, მათი ხვალინდელი მეტოქე ჯენოა კი 26 ქულით მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

იუვენტუსს იტალიის ჩემპიონატში ჩინებული სერია აქვს. ტურინულ გრანდს ზედიზედ 5 მატჩი აქვს მოგებული და ბურთების სხვაობაც ბევრ რამეზე მეტყველებს – 12:1. იუვე მინდორზე საბრძოლო შემადგენლობით გავა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. სხვადასხვა სახის დაზიანებების გამო, მინდორზე ალექს სანდრო, მატია დე შილიო, სამი ხედირა, მერიჰ დემირალი და ჯორჯო კიელინი ვერ გავლენ.

სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა, ტურინელთა კიდევ ერთი ვეტერანის ჯანლუიჯი ბუფონის მსგავსად, დღეს, კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთხელ გააგრძელა. 35 წლის კიელინი და 42 წლის ბუფონი იუვენტუსში 2021 წლამდე დარჩებიან. ცნობისთვის, ჯორჯო “ბებერი ქალბატონის” ღირსებას 2005 წლიდან იცავს, ხოლო ჯანლუიჯი იუვენტუსში 2001-18 წლებში თამაშობდა, შემდეგ 1 სეზონით ფრანგულ პსჟ-ს მიაშურა და ისევ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

ტრავმების გამო დომენიკო კრიშიტო, ჯანლუკა ლაპადულა და ივან რადოვანოვიჩი ვერ დაეხმარებიან ჯენოას, რომელსაც მშობლიურ სარბიელზე 9 თებერვლის მერე არ მოუგია. პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის მერე ჩატარებულ ორ შეხვედრაში მსაჯებმა გენუელთა სასარგებლოდ 4 (!) პენალტი დანიშნეს, თუმცა, დავიდე ნიკოლას შეგირდები მაინც მხოლოდ 1 ქულას გამორჩნენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჯენოა
  • X
  • იუვენტუსი

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსს სერია A-ს ბოლო 28 მატჩიდან 25-ში წაგება არ აქვს.

⚽ ჯენოას მიერ სერია A-ში ჩატარებულ უკანასკნელ 5 მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ იუვენტუსს სერია A-ს ბოლო 7 მატჩიდან 5-ში გოლი არ აქვს გაშვებული.

⚽ იუვენტუსს სერია A-ს უკანასკნელ 5 მატჩში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ჯენოას იუვენტუსთან ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ ბოლო 3 საშინაო მატჩში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ჯენოას სეზონის რესტარტის შემდეგ ჩატარებულ 2 მატჩში 4 პენალტი აქვს დარტყმული და 3 გატანილი.

⚽ ჯენოას სერია A-ში ჩატარებული ბოლო 4 საშინაო მატჩიდან 3-ში მინიმუმ 3 გოლი აქვს გაშვებული.

⚽ იუვენტუსს სერია A-ში ჩატარებული 14 საგარეო მატჩიდან 10-ში გოლი პირველს გაჰქონდა.

⚽ იუვენტუსს სერია A-ში ბოლო 5 მატჩი აქვს მოგებული, ოთხ შემთხვევაში კი 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ იუვენტუსს სერია A-ში სტუმრად 9 მატჩი აქვს მოგებული და აქედან 7 შემთხვევაში მინიმალური უპირატესობით იმარჯვებდა.

გამოკითხვა

რამდენი გოლი გავა?

  • 2,5-ზე ნაკლები
  • 2,5-ზე მეტი
  • 3,5-ზე მეტი

სავარაუდო შემადგენლობები

ჯენოა (3-5-2): პერინი – ზაპატა, რომერო, სუმაორო – ბირასკი, სტურარო, ფალკე, შონე, ბარეკა – პინამონტი, დესტრო.
ტრავმა: კრიშიტო, ლაპადულა, რადოვანოვიჩი. 

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი – კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, მატუიდი – ბენტანკური, პიანიჩი, რემსი – იგუაინი, რონალდო, დიბალა.
ტრავმა: ალექს სანდრო, კიელინი, დე შილიო, ხედირა, დემირალი.

კომენტარები

ბოლო ამბები