Thumbnail

2 გაძევება სკამიდან - ინტერის მეკარის უცნაური სტატისტიკა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტომაზო ბერნი მილანურ გუნდში 2014 წლიდან ირიცხება და ჯერ 1 წუთიც არ უთამაშია
  • სერია A-ში ასეთივე მაჩვენებელი აქვს ჯენოას გოლკიპერ ფედერიკო მარკეტისაც

მილანის ინტერის მეკარე ტომაზო ბერნი უცნაური სტატისტიკური მაჩვენებლის ავტორი გახდა. ის მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ გააძევეს, თანაც ისე, რომ მინდორზე 1 წუთიც კი არ აქვს გატარებული.

37 წლის იტალიელი გოლკიპერი მილანელთა სისტემაში უკვე შორეულ 1999-2001 წლებში იყო, ინტერში კი, 2014 წელს დაბრუნდა, თუმცა, მას შემდეგ საქმეში ერთხელაც არ გვიხილავს. თუმცა, ამას, მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ სათადარიგოთა სკამზეც კი 2 წითელი ბარათი მიეღო.

ბერნი პირველად მიმდინარე წლის 26 იანვარში კალიარისთან მატჩში გააძევეს, მეორედ კი, გუშინ, პარმასთან შეხვედრაში. მსაჯმა მისი უხამსი გამონათქვამები არ მოეწონა და სკამი 69-ე წუთზე დაატოვებინა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინტერი
  • X
  • ბრეშა

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში იდენტური მაჩვენებელი აქვს ჯენოას კარის დარაჯ ფედერიკო მარკეტისაც. მინდორზე ისიც არ გვიხილავს და უკვე 2 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლო ამბები