Thumbnail

ბარსელონა სეტიენთან დამშვიდობებას აპირებს - მედია მის შემცვლელს ასახელებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კატალონიურ კლუბში 61 წლის სპეციალისტით უკმაყოფილება იზრდება
  • ბარსელონას მთავარ მწვრთნელს უტიტულოდ დარჩენას არავინ აპატიებს
  • ესპანური მედია უკვე კიკე სეტიენის სავარაუდო შემცვლელზე წერს 

სავარაუდოდ, კიკე სეტინი ბარსელონას მთავარი მწვრთნელი მიმდინარე კამპანიის დასრულების შემდეგ აღარ იქნება. ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა 61 წლის სპეციალისტთან განშორებას სეზონებს შორის პაუზის დროს აპირებს.

ბარსელონას ბოსები უკმაყოფილონი არიან სეტიენის მუშაობით და მასთან თანამშრომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუკი გუნდი მყისიერად გააუმჯობესებს შედეგებს და 2019/20 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატს ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

სეტიენს ურთიერთობა ფეხბურთელებთანაც გაუფუჭდა

ამ დროისთვის კი, ბარსელონა პრიმერას სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა 69 ქულით და მადრიდის რეალს (71) 2 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგაში კატალონიელებს მეტოქედ ნაპოლი ჰყავთ, რომელთანაც პირველი ⅛ ფინალური შეხვედრა სტუმრად ფრედ ითამაშეს - 1:1. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეტიენის წინააღმდეგ გუნდში ბევრი ფეხბურთელი გამოდის, მათ შორის გუნდის კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი და მცველი ჟერარდ პიკე. ისინი უკმაყოფილონი არიან ესპანელი სპეციალისტის ტაქტიკითა და პრესაში კომენტარებით. დაიწერა, რომ ბარსელონას ფეხბურთელებს მწვრთნელთან ურთიერთობა ლა ლიგის 32-ე ტურში, სელტასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ, გასახდელში დაეძაბათ.

ჩავი არასდროს მალავდა, რომ ბარსელონას გაწვრთნა სურს

კიკე სეტიენმა ბარსელონა იანვრის შუა რიცხვებში ჩაიბარა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მთავარ პრეტენდენტად, მისი ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი სახელდება, რომელიც ამჟამად ყატარულ ალ სადში მუშაობს.

კომენტარები

ბოლო ამბები