Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის შტურმის ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის თურქულ ფენერბაჰჩეში შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად იწერება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლელები გარიგებასთან ახლოს არიან და ქართველ ფეხბურთელს მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებენ. თუმცა, როგორც ჩანს, ავსტრიულ კლუბს კიტეიშვილი ამ ფასად არ ეთმობა და მასში გაცილებით მეტის მიღებას იმედოვნებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • რეალი
  • X
  • ხეტაფე

ავსტრიული ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში ჩატარებულ ბოლო მატჩში, ქართველი ფეხბურთელი გატანილი გოლითაც გამოირჩა, თუმცა მისი გუნდი ვენის რაპიდთან საშინაო შეხვედრაში მაინც დამარცხდა (2:3) და ჯგუფში ბოლო ადგილზე რჩება.

თამაშის შემდეგ გრაცის კლუბის სპორტულმა დირექტორი ანდრეას შიკერი ავსტრიულ მედიას ოთარის შესაძლო ტრანსფერზე ელაპარაკა და გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.

"შტურმის სპორტული დირექტორი ანდერას შიკერი სტამბოლის ფენერბაჰჩეში ოთარ კიტეიშვილის შესაძლო ტრანსფერს უსაფუძვლო ჭორს უწოდებს. ამასთან, შიკერი განმარტავს, რომ კიტეიშვილში 1,5 მილიონი ევრო მეტისმეტად ცოტაა", - წერს kleinezeitung.at.

შტურმმა რაპიდთან ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელს გრაცელებთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, transfermarkt კი მას 1,6 მილიონ ევროდ აფასებს.

ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა 29 მატჩში 5-5 გოლი და საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები