Thumbnail
  • მადრიდელებმა ესპანიოლს კაზემიროს ერთადერთი გოლის წყალობით სძლიეს
  • ზინედინ ზიდანის გუნდმა სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა

მადრიდის რეალმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ესპანურ ლა ლიგაში ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა და 32 ტურის თავზე, სატურნირო ცხრილში, ბარსელონას 2 ქულით გაუსწრო.

ზინედინ ზიდანის გუნდი ამჯერად სწორედ კატალონიაში იყო ჩასული და ბოლოადგილოსანსა და სეგუნდა დივიზონში დასაქვეითებლად განწირულ ესპანიოლს 1:0 სძლია.

რეალს მთელი თამაშის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდა, ერთადერთი გოლი კი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა, როდესაც ქარიმ ბენზემას ჩინებული ქუსლური პასის შემდეგ (მას მადრიდელთა მაისურით კარიერაში 117 საგოლე გადაცემა მოუგროვდა), ბურთი კარში კაზემირომ გადაგზავნა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც ეს უკანასკნელი აღიარეს.

რეალი მომდევნო შეხვედრას 2 ივლისს შინ ჩაატარებს, მეტოქედ კი ხეტაფე ეყოლება. მანამდე ითამაშებს ბარსელონა. კატალონიელები 30 ივნისს მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებენ.

ესპანიოლი 0:1 რეალი

გოლი: 0:1 კაზემირო 45'

რეალი (4-3-3): კურტუა - მარსელო, რამოსი, ვარანი, კარვახალი - კროოსი, კაზემირო, ვალვერდე - აზარი (63. ვინისიუსი), ბენზემა, ისკო (64. როდრიგო)

კომენტარები

ბოლო ამბები