Thumbnail

‘მოკვდი ჯოკოვიჩ, მოკვდი მაგით’ - ხორვატიაში აგრესიული წარწერები გამოჩნდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩის მიმართ აგრესია მატულობს
  • ხორვატიაში სერბს სიკვდილს უსურვებენ
  • ნოლეს მწვრთნელ ივანიშევიჩსაც კორონავირუსი აქვს

საგამოფენო ტურნირ Adria Tour-ზე კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოს პირველი ჩოგნისადმი მიმართული აგრესია ყოველგვარ ჩარჩოებს გასცდა. გარდა იმისა, რომ ამ დღეებში ყველა ჯოკოვიჩს აკრიტიკებს, ხორვატიის ქალაქ სპლიტში სერბი ჩოგბურთელისკენ მიმართული აგრესიული გრაფიტი და წარწერები გაჩნდა, რომელშიც ნოლეს სიკვდილს უსურვებენ.

წარწერების ფოტოები და აგრესიული ბანერები სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება, შინაარსი კი ასეთია: “მოკვდი, ჯოკოვიჩ! მოკვდი ამით! ჩვენ ეს გვინდა. სალამი სპლიტიდან.”

რამდენადაა ეს აგრესიული მიმართვები ხორვატიის სიდიდით მეორე ქალაქიდან სერბი ჯოკოვიჩისადმი პოლიტიკურად, ან სულაც ნაციონალისტურად მოტივირებული, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტი ის არის, რომ ჯოკოვიჩი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო იმ ტურნირისა, რომლის დროსაც კორონავირუსი გავრცელდა და ამის გამო ნოლემ ყველაზე მეტი კრიტიკა სწორედ მეზობელი ხორვატიიდან დაიმსახურა. გასულ კვირას სწორედ ხორვატიაში შეწყდა ეს საგამოფენო ტურნირი სკანდალურად.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ჰიგიენის წესები არ იყო დაცული. ჯოკოვიჩის გარდა, კორონავირუსი კიდევ 3 ჩოგბურთელს, ორ მწვრთნელს და ვიკტორ ტროიცკის ცოლს დაუდასტურდა. პირველად კი კოვიდ-19 გრიგორ დიმიტროვს აღმოაჩნდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ჯოკოვიჩის მწვრთნელ გორან ივანიშევიჩსაც აქვს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი და გორან ივანიშევიჩი

ქალაქ სპლიტის პოლიციამ აგრესიული გრაფიტის გამო გამოძიება დაიწყო. როგორც იცით, ახლა ხორვატიასა და სერბეთს შორის ისედაც დაძაბული ვითარებაა.

Adria Tour-ის მიზანი რამდენიმე ბალკანურ ქვეყანაში საგამოფენო მატჩების ჩატარება იყო. ორგანიზატორებმა ხორვატული ეტაპის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს. ფინალში რუს ანდრეი რუბლევსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს უნდა ეთამაშათ, მაგრამ მისი გაუქმება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გრიგორი დიმიტროვის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მალევე გაირკვა, რომ COVID 19 ჰქონდათ ხორვატ ბორნა ჩორიჩს, სერბ ვიკტორ ტროიცკისა და მის ორსულ ცოლსაც.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მილანი
  • X
  • რომა

 

კომენტარები

ბოლო ამბები