Thumbnail
  • პირველ ორ ტურში ლელოთი სამი ქართველი მორაგბე გამოირჩა
  • ბულავასთან ლელოები დავით მესხმა და ნიკა სუხაშვილმა დადეს

რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ორ ტურში სამი ქართული ლელო დაიდო. თავი დავით მესხმა, ნიკა სუხაშვილმა და მიხეილ რატიაშვილმა გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ სუხაშვილმა და მესხმა ბულავასთან შეძლეს ლელოების დადება.

სუხაშვილის მეტალურგმა ბულავას 34:9 მოუგო, ხოლო მესხის ენისეიმ ბულავა 52:3 გაანადგურა. მიხეილ რატიაშვილმა ლელო ბაგატირს დაუდო და მეტალურგმა მეტოქე 14:5 დაამარცხა. რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში კიდევ 2 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. შესაბამისად, ქართულ ლელოებს კიდევ უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები