Thumbnail

ილონ მასკმა საყვარელი ვიდეოთამაშები დაასახელა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ილონ მასკის საყვარელ თამაშებს მსგავსი თემები აერთიანებთ
  • მას აქამდეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ვიდეოთამაშების მოყვარულია

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-სა და კოსმოსური გამოკვლევების კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი თავდადებული გეიმერია. მან ჯერ კიდევ 2017 წელს გაამხილა, რომ დეველოპერული სტუდია Blizzard-ის ცნობილ მულტიფლეიერს, Overwatch-ს თამაშობდა და თავისი საყვარელი გმირიც (Soldier 76) დაასახელა. 

სულ ცოტა ხნის წინ, მასკმა ფანების კითხვებს Twitter-ზე უპასუხა და თავისი ფავორიტი ვიდეოთამაშები  ჩამოთვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კომპანიები აქტიურად მუშაობენ სატელიტური ინტერნეტის ქსელის დასრულებაზე და მარსზე პირველი ადამიანის გაგზავნაზე, როგორც ჩანს, ბიზნესმენი ვიდეოთამაშებისთვის დროს მაინც პოულობს. მისი საყვარელი თამაშების სია კი ასე გამოიყურება.

6. DEUS EX

2000 წელს გამოშვებული ეს სათავგადასავლო თამაში ჟანრის კლასიკად და ნამდვილ შედევრად მიიჩნევა. ისტორია ჯ.ს. დენტონის ირგვლივ ვითარდება, რომელიც კიბორგი გამომძიებელია და გაერთიანებული ერების ანტიტერორისტულ კოალიციაში მუშაობს. Deus Ex-ის სამყარო განადგურების პირასაა. მოთამაშეს საკუთარი მიზნების მისაღწევად რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • Vancouver Titans
  • Boston Uprising

Deus Ex-ის ფრენჩაიზი ჯერჯერობით 4 თამაშისგან შედგება, თუმცა მასკის სიაში მხოლოდ პირველი ნაწილი მოხვდა.

5. HALF-LIFE 2

სტუდია Valve-ს ეს თამაში ფრენჩაიზის პირველი, 2004 წელს გამოსული თამაშის გაგრძელებაა. იგი საბრძოლო ჟანრისაა, რომლის მთავარი გმირი, გორდონ ფრიმენი, გამოღვიებისას აღმოაჩენს, რომ მატარებელშია, რომელიც City 17-ში, ამ დისტპიური სამყაროს დედაქალქში შედის. Half-life-ის სამყაროში ადამიანურ ცივილიზაციას უცხოპლანეტელებიგან განადგურება ემუქრება. თუმცა, ამავდროულად, დედამიწაზე უცხოპლანეტელების გამოჩენამ ტექნოლოგიურ პროგრესსაც ხელი შეუწყო. თამაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ადამიანური რასის დამონებაზე და მოთამაშეს აფიქრებს ისეთ რთულ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფლება, ძალაუფლების განაწილება, სამართლიანობა და სხვა. 

4. BIOSHOCK

ეს ლეგენდარული როლური თამაში 2007 წელს გამოვიდა. მოქმედება წყალქვეშა ქალაქში ხდება, რომელიც უტოპიად უნდა ქცეულიყო, თუმცა იგი განადგურების პირასაა და მისი მმართველის, ენდრიუ რაიანის ტირანიის მსხვერპლია. თამაშის მიზანია, გამოიკვლიოთ ქალაქი და გაიგოთ, თუ რა გახდა მისი დაცემის მიზეზი. სიუჟეტი ობჯექტივიზმის ფილოსოფიას ეყრდნობა და ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფლებისა და კანონის ბალანსი, ადამიანის ადგილი საზოგადოებაში და სხვა. ალბათ, ლოგიკურიცაა, რომ Bioshock მასკის ფავორიტებს შორის აღმოჩნდა.

3. MASS EFFECT 2

ეს როლური თამაში, ასევე ფრენჩაიზის მეორე ნაწილი და Mass Effect-ის პირდაპირი გაგრძელებაა. საი-ფაის ჟანრის ლეგენდა Mass Effect კაპიტან შეფარდსა და მის გუნდს გაგაცნობთ, რომლებთან ერთადაც კოსმოსური ხომალდი ნორმანდიით გალაქტიკაში იმოგზაურებთ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პირველ რუკას?

  • Team Liquid
  • Evil Geniuse

თამაშის საუკეთესო ნაწილი უდავოდ მისი სიუჟეტია: მოთამაშის თითოეულ მოქმედებასა თუ ფრაზას შეუძლია, ისტორიის განვითარება შეცვალოს. უფრო მეტიც: Mass Effect-ის ტრილოგიის თამაშებში პირველ თამაშში მიღებული გადაწყვეტილებები მეორე და მესამე თამაშის სიუჟეტზე დიდ გავლენას ახდენს. თამაშში კაცობრიობა ირმის ნახტომის გალაქტიკის სხვადასხვა პლანეტებზე ცხოვრობს და ე.წ. Mass Relay-ების საშუალებით, სინათლის სიჩქარითაც მოგზაურობს. გასაკვირი არაა, რომ მასკს ეს თამაში უყვარს.

2. FALLOUT 3 & NEW VEGAS

ამ კლასიკური როლური თამაშის სიუჟეტი დისტოპიურ დედამიწაზე ვითარდება. რადიოაქტიურმა კატასტროფამ ამერიკა მიწასთან გაასწორა. გმირს უამრავი წინააღმდეგობა ხვდება, რომლებიც უნდა გადალახოს. თუმცა თამაშს თავისებური ოპტიმისტური ხედვაც აქვს, რომელიც მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ვიზუალებთან და კარგად შერჩეულ საუნდტრეკებთან ერთად, სენტიმენტალურ განწყობაზეც კი დაგაყენებთ. ისევე, როგორც ამ სიის სხვა თამაშები, Fallout-იც საზოგადოების რადიკალურად შეცვლასა და დიდ კატასტროფას წინასწარმეტყველებს. 

1. SAINTS ROW IV

ამ სიაში მოხსენებულ თამაშებს შორის Saints Row ნამდვილად გამონაკლისია. 2013 წელს გამოსულ ამ სათავგადასავლო თამაშში აშშ-ის პრეზიდენტის როლს მოირგებთ და უცხოპლანეტელებს ებრძვით. ერთი შეხედვით, ეს სიუჟეტი საკმაოდ სერიოზული ჩანს, თუმცა თამაში თავისი უნიკალური, ხანდახან გადამეტებული იუმორით სრულიად გიკარგავთ ტრაგიზმის განცდას. ალბათ მასკს ამ თამაშში სწორედ ეს შავი იუმორი უყვარს: თავადაც ხომ ცნობილია მხიარული პოსტებით ტვიტერზე.

როგორც ჩანს, ილონ მასკი კლასიკური როლური თუ სათავგადასავლო თამაშების თაყვანისმცემელია. მისი საყვარელი თემები კი კოსმოსური გამოკვლევები, მომავლის საზოგადოება, დისტოპიური სამყაროები და ფილოსოფიური თემებია. 

კომენტარები

ბოლო ამბები