Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი 5:0 ბარნლი
  • არგენტინელი ბარნლისთან შეხვედრაში დაშავდა
  • ოპერაციის საჭიროება ფეხბურთელის მამამ დაადასტურა

მანჩესტერ სიტიმ ბარნლი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მიუხედავად კარგი თამაშისა, "ქალაქელების" გულშემატკივრებმა ბოლომდე ვერ გაიხარეს. მიზეზი სერხიო აგუეროს მუხლის ტრავმაა.

არგენტინელი ფეხბურთელი პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს. მას მუხლი გასულ თვეშიც აწუხებდა. ტკივილი მან შეხვედრის დაწყების წინაც იგრძნო, თუმცა თამაში გადაწყვიტა და როგორც ჩანს, დატვირთვის გამო მძიმე დაზიანებაც მიიღო.

"მას მუხლის ტკივილი წინა თვიდან მოყოლებული აწუხებდა. ექიმი არ ვარ, მაგრამ დაზიანება სერიოზული ჩანს", - განაცხადა სიტის თავკაცმა პეპ გვარდიოლამ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის მოთამაშეს ოპერაცია სჭირდება. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელის მამამ ლიონელ დელ კასტილიომაც დაადასტურა. მისი თქმით, მის შვილს ოპერაცია ესაჭიროება და იგი მალე იქნება გადაყვანილი ბარსელონაში.

"მას მუხლი თამაშამდე უკვე სტკიოდა, შეხვედრის დროს კი გაურთულდა. ექიმების აზრით, მას მენისკის ტრავმა აქვს და ოპერაციისთვის ბარსელონაში ხუთშაბათს ან პარასკევს გაამგზავრებენ", - განაცხადა სერხიოს მამამ რადიო La Red-თან საუბრისას.  

კომენტარები

ბოლო ამბები