Thumbnail
  • არმაზი 13:22 ლოკომოტივი.
  • გიორგი შკინინის დუბლი არმაზთან.
  • ლოკომოტივის მთავარი კონკურენტად აია რჩება.

დიდი 10-ის მე-16 ტური არმაზისა და ლოკომოტივის მატჩი გაიხსნა. მოგების შემთხვევაში, არმაზი მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებდა. მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. მე-16 წუთზე ჯინჭველაშვილის გატანილ ჯარიმას შკინინმა ლელოთი უპასუხა. არმაზმა 32-ე წუთზე ლელო დადო - თავი ბექა ფრუიძემ გამოიჩინა, გარდასახვა ჯინჭველაშვილმა ზუსტად შეასრულა. არმაზმა ტაიმი 10:5 მოიგო.

HT ამასობაში დასრულდა პირველი ტაიმი რუსთავი არენაზე, სადაც მარნეული არმაზი 10-5 ამარცხებს თბილისის ლოკომოტივს LIVE რაგბი TV/Rugby TV

Posted by ლიდერბეთი დიდი 10 • Leaderbet Didi 10 on პარასკევი, 23 მარტი, 2018

მეორე ნახევარი ჯინჭველაშვილმა ჯარიმით გახსნა, რასაც ლოკომოტივმა ფარნა გასვიანის ლელოთი უპასუხა. თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა არმაზს კიდევ ორი ლელო დაუდეს - გიორგი ცუცქირიძის ლელოს გიორგი შკინინმა კიდევ ერთი ლელო მიუმატა და ლოკომოტივს მატჩი 22:13 მოაგებინა. თბილისელებს 59 ქულა დაუგროვდათ და ერთი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ აიას.

ლოკომოტივი მომდევნო ტურში აუტსაიდერ ბაგრატს უმასპინძლებს. არმაზი აკადემიას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები