Thumbnail

ახალი ტალანტი - მიოლდემ ჰაალანდის ბიძაშვილი გაიფორმა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნორვეგიულმა მიოლდემ კონტრაქტი ერლინგ ჰაალანდის ბიძაშვილს გაუფორმა
  • ალბერტ ბრაუტ ტიაალანდმა ბრინის მაისურით 40 გოლის გატანა მოახერხა

საფეხბურთო კლუბმა მიოლდემ ერლინგ ჰაალანდის ბიძაშვილი ალბერტ ბრაუტ ტიაალანდი გაიფორმა, რომელმაც ნორვეგიის მეორე დივიზიონის კლუბის, ბრინის მაისურით 40 გოლის გატანა შეძლო.

16 წლის ალბერტი ამბობს, რომ მის გადაწყვეტილება ერლინგმა დიდი ზეგავლენა მოახდინა. ''მიოლდე საუკეთესო ადგილია განვითარებისთვის. ვეცდები, რომ სათამაშო დრო სულ მქონდეს'', - განახადა ალბერტმა.

აღსანიშნავია, რომ ერლინგმაც კარიერა ბრინში დაიწყო, მისი დებიუტი ამ კლუბში 15 წლის ასაკში შედგა, რის შემდეგაც მიოლდეში გადავიდა. როგორც ჩანს, მიოლდეს ალბერტის ტრანსფერით რამდენიმე მილიონის გამომუშავება სურს.

ერლინგი ბრინის მაისურით

 

კომენტარები

ბოლო ამბები