Thumbnail

'მისმა ტვინმა მუტაცია განიცადა' - კანისარესი გვარდიოლაზე ნაწყენია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ძალიან ვწუხვარ, როდესაც ესპანეთზე ცუდად საუბრობს ხოლმე'
  • სანტიაგოსა და პეპს ოლიმპიადის ოქროს მედლები აქვთ მოგებული

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარე სანტიაგო კანისარესმა ინგლისური მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პოლიტიკური შეხედულებების გამო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ პეპი კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა და ოფიციალური მადრიდის საწინააღმდეგო განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია.

“ის ეროვნული ნაკრების ჩათშიც კი არაა. არ ვიცი, რა დაემართა, პეპთან კავშირი დავკარგე. ოლიმპიადაზე ვინც ვიყავით, საერთო ჯგუფში ყველა ვწერთ, ის კი არ სჩანს. ალბათ, იმიტომ, რომ ახლა ყველაზე ცნობილი კაცია. არ ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ დაგვტოვა, ვიცი, რომ დიდი სტრესის ქვეშ იმყოფება, თუმცა, როდესაც აქ არიან ლუის ენრიკე, აბელარდო და სხვები, მისი არყოფნა მაინც დასანანია. ძალიან ვწუხვარ, როდესაც ესპანეთზე ცუდად საუბრობს ხოლმე. არ ვიცი, მისმა ტვინმა მუტაცია როდის განიცადა”.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას ფეხბურთელის რანგში, ბარსელონას სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში, საერთო ჯამში, 17 წელი აქვს გატარებული, 2008-12 წლებში კი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მან და კანისარესმა ოლიმპიადის ოქროს მედლები 1992 წელს ბარსელონაში მოიპოვეს. სანტიაგო ესპანეთის ნაკრების მაისურით 1993-2006 წლებში თამაშობდა, კარიერის საუკეთესო წლები კი ვალენსიაში აქვს გატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები