Thumbnail
  • შაბათს ბუნდესლიგის 6 თამაში გაიმართა
  • ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ბაიერნი დორტმუნდს 7 ქულით უსწრებს

შაბათს გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა, რომელთა შორის ცენტრალური "ალიანც არენაზე" შედგა - ბაიერნმა მიონხენგლადბახი ბორუსიას უმასპინძლა...

მე-16 წუთზე ვიდეორეფერიმ ჰოფმანის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო, არ ჩათვალა. მასპინძლები 19 წლის ჰოლანდიელმა ჯოშია ზირკზეემ დააწინაურა, მაგრამ პირველივე ტაიმში ბენჟამენ პავარის ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა.

რობერტ ლევანდოვსკის გარეშე მოთამაშე "რეკორდმაისტერს" ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მიზანს მაინც მიაღწია - 86-ე წუთზე პავარის პასით გოლი ლეონ გორეტცკამ გაიტანა - 2:1. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტური რჩება და ბაიერნი დორტმუნდს ისევ 7 ქულით უსწრებს. 

ბაიერნი 2:1 გლადბახი

გოლები: 1:0 ზირკზეე 26', 1:1 პავარი 37' (საკ. კარში), 2:1 გორეტცკა 86'

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ლ. ერნანდესი (62. დევისი) - კიმიხი, გორეტცკა - გნაბრი, კუიზანსი (62. კომანი), პერიშიჩი (88. ხავი მარტინესი) - ზირკზეე (77. ვრიდტი)


ბუნდესლიგას ინტრიგა ნორვეგიელმა ერლინგ ჰაალანდმა შეუნარჩუნა - დორტმუნდი დიუსელდორფში ვერაფრით უგებდა ფორტუნას, რაფაელ გერეიროს გოლი ხელით თამაშის გამო გაუქმდა. უკვე ყველას ეგონა, რომ ფორტუნამ ქულა მოიპოვა, როცა 95-ე წუთზე ჰაალანდმა თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0.

ჰაალანდმა ბუნდესლიგის 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა

ერლინგ ჰაალანდმა ამ გოლით 2-მატჩიანი "მშრალი სერია" შეწყვიტა, მას ბუნდესლიგის 12 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. 

ფორტუნა 0:1 დორტმუნდი

გოლი: 0:1 ჰაალანდი 90+5'

დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, აკანჯი - ჰაკიმი, ჯანი, ვიტსელი (61. ჰაალანდი), გერეირო - სანჩო, ბრანდტი, ტ. აზარი (74. რეინა)


ბრემენის ვერდერმა 5 გოლი გაუტანა სტუმრად პადერბორნს და მხოლოდ თეორიული შანსი დაუტოვა ბუნდესლიგაში დარჩენის, თავად კი ფორტუნას წამოეწია 28 ქულით.  

პადერბორნი 1:5 ვერდერი 

გოლები: 0:1 კლაასენი 20', 0:2 ოსაკო 34', 0:3 კლაასენი 39', 0:4 ეგერშტაინი 59', 1:4 საბირი 66', ფულკრუგი 90+2'


კშიშტოფ პიონტეკმა ჰერტა შინ შესანიშნავი გოლით დააწინაურა, მაგრამ აინტრახტმა ამ გოლს ოთხით უპასუხა, დუბლი ანდრე სილვას ანგარიშზეა. 

ჰერტა 1:4 აინტრახტი 

გოლები: 1:0 პიონტეკი 24', 1:1 დოსტი 51, 1:2 ანდრე სილვა 62', 1:3 ნ'დიკა 68', 1:4 ანდრე სილვა 86'


ვოლფსბურგმა და ფრაიბურგმა ქულები გაიყვეს, ამ მატჩში 4 გოლი გავიდა და კიდევ ორი ვიდეორეფერიმ გააუქმა.

ვოლფსბურგი 2:2 ფრაიბურგი

გოლები: 1:0 ვეგჰორსტი 14', 2:0 ვეგჰორსტი 29' (პენ), 2:1 ჰოლერი 43', 2:2 სალაი 46'

კიოლნი 1:2 უნიონი

გოლები: 0:1 ფრიდრიხი 39', 0:2 გენტნერი 67', 1:2 კორდობა 90+2'

კომენტარები

ბოლო ამბები