Thumbnail

Sony-ის პრეზენტაცია: PS5-ის დიზაინი და ექსკლუზიური თამაშები

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

Sony-ის დღევანდელ პრეზენტაციაზე გეიმერები დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა კომპანიამ PS5-ის გამოსვლის თარიღი და ფასი კვლავ არ გაამხილა, გვიჩვენეს მხოლოდ ახალი კონსოლისა და მისი აქსესუარების დიზაინი. 

"ეს დღე, გეიმინგის ახალი ერის დასაწყისია. ჩვენ გვჯერა, რომ PS5 ინდუსტრიას შეცვლის და ახალ სიმაღლეზე აიყვანს." განაცხადა პრეზენტაციაზე კომპანიის Ceo-მ, ჯიმ რაიანმა.

ახალი კონსოლის დიზაინი და აქსესუარები

კონსოლის დიზაინის გარდა, Sony-მ ექსკლუზიური თამაშების ტრეილერები გვაჩვენა. მათ შორის იყო Gran Turismo 7, NBA 2021K, რომელიც კალათბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, ზიონ უილიამსონმა წარადგინა. პოპულარული როლური თამაში Horizon-ის მეორე ნაწილი Horizon: Forbidden West, ასევე Marvel's Spider-Man Miles Morales, Hitman 3, Resident Evil VIII და სხვა.

VIllage: Resident Evil

NBA 2K21

Horizon 2: Forbidden West

Hitman 3

Gran Turismo 7

Marvel's Spider-Man: Miles Morales

საინტერესო ფაქტია, რომ პრეზენტაცია ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი გეიმინგ ივენთი; მას პირდაპირ ეთერში, ტვიტჩზე, იუთუბსა და ტვიტერზე 7 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს.

კომენტარები

ბოლო ამბები