Thumbnail

კონორის წასვლა მარკეტინგული ხრიკია - MMA-ს მიმომხილველი გვიხსნის რატომ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

კონორ მაკგრეგორის ბოლო განცხადება UFC-დან წასვლის შესახებ, სხვა არაფერია თუ არა მარკეტინგული ხრიკი - წერს talkSPORT-ის გარეთ დევისი...

კვირას, მას მერე, რაც  UFC 250-ში ამანდა ნუნისემა ფელისია სპენსერი დაამარცხა, კონორმა წასვლის შესახებ გამოაცხადა: "მადლობა საოცარი მომენტებისთვის", - დაწერა კონორმა და ტვიტერზე დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

მაკგრეგორმა ადრე  MMA-დან წასვლა გამოაცხადა, მაგრამ დაბრუნდა. დევისი მიიჩნევს, რომ კონორი ფლოიდ მეივეზერის გზას დაადგა, კრივის ლეგენდას ხშირად გამოუცხადებია რინგიდან წასვლა, მაგრამ შემდეგ დაბრუნებულა.

"არა, რა თქმა უნდა, ეს განცხადება სიმართლე არ არის, ეს არის კლასიკური ტრიუკი. ის უკვე კარიერის იმ ეტაპზეა, როცა მხოლოდ მებრძოლი არ არის, ის სუპერვარსკვლავია. მას სოციალურ მედიაში 45 მილიონი მიმდევარი ჰყავს. მან მხოლოდ მეივეზერთან ჩხუბისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

მან კარგად იცის, რომ როგორც სუპერვარსკვლავს არ ეკადრება ცარიელი ტრიბუნების წინ დაბრუნება, სანამ შეზღუდვებია. ის უბრალოდ დაელოდება, როდის ჩაწყნარდება ყველაფერი და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით, მაშინ შესაფერისი მეტოქეც გამოინახება.

ფლოიდ მეივეზერი სამჯერ ბრუნდებოდა და ამ ტრიუკმა გაამართლა. ასე რომ, ესეც მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია. დიახ, მაკგრეგორი ამტკიცებს, რომ მისი განცხადება სიმართლეს შეეფერება, მაგრამ ის აუცილებლად დაბრუნდება. ის 30 წლისაა და ერთი სამი მაგარი ბრძოლა და 150 მილიონი დოლარი კიდევ წინ ელის". 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მოკრივე და  MMA-ს ირლანდიელი მებრძოლი 2013 წლიდან UFC-ში გამოდის. კონორმა წასვლის შესახებ 2019 წლის მარტშიც გამოაცხადა, მაგრამ 2020 წლის იანვარში UFC-ში დონალდ სიროუნი დაამარცხა. 

კომენტარები

ბოლო ამბები