Thumbnail

‘შიშველი დავინახე და შოკირებული ვიყავი’ - კადანცუმ სერენასთან შეხვედრა გაიხსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ალექსანდრა კადანცუმ სერენა უილიამსთან პირველი შეხვედრა გაიხსენა
  • რუმინელი აცხადებს, რომ მისი ფიზიკური მონაცემებით შოკირებული იყო

ალექსანდრა კადანცუს ალბათ მხოლოდ ჩოგბურთის განსაკუთრებული ფანები იცნობენ. საუკეთესო ასეულში იგი მხოლოდ 2011-2013 წლებში იყო.

ალექსანდრა კადანცუ

ყოფილი რუმინელი ჩოგბურთელი ყურადღების ცენტრში ახლა იმის გამო მოექცა, რომ მან ჩოგბურთის სუპერვარსკვლავ სერენა უილიამსთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.

აი, რა უთხრა რუმინელმა Digisport-ს იმ მომენტის შესახებ, როცა იგი 2012 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე სერენას შეხვდა: “გასახდელში პირველად შევედი და სერენა იქ დამხვდა. სრულიად შიშველი იყო. მთელი კვირის განმავლობაში შოკში ვიყავი.”

კადანცუ დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულის ფიზიკურ მონაცემებს გულისხმობს და ამბობს, რომ მალე შოკმა გადაუარა და დარჩა მხოლოდ აღფრთოვანება: “დაუჯერებლად დიდი და ძლიერი ჩანდა. წარმოუდგენელია, რომ ასე კარგად შეუძლია მოძრაობა.”

სერენას ადრე არაერთხელ უთქვამს, რომ საკუთარი სხეულის ფორმებით უკმაყოფილოა. ამერიკელი ყოველთვის ამბობდა, რომ სურდა, თავისი დის, ვენუსის მსგავსი სხეული ჰქონოდა. “მე დიდი მკერდი და ძალიან დიდი საჯდომი მაქვს. ვენუსი კი მაღალია და მოდელივით გამოიყურება.” - უთხრა ერთხელ სერენამ Miami Herald-ს.

სერენამ მხოლოდ 23 წლის ასაკიდან მიიღო ის ფაქტი, რომ მასიური სხეული ჰქონდა. თუმცა იგი დღემდე ამბობს, რომ ერთ რამეს აუცილებლად შეცვლიდა: “ჩემი ხელები დღემდე არ მომწონს. ადამიანების უმრავლესობას მოსწონს ნავარჯიშები ხელები, მაგრამ ჩემი ხელები ზედმეტად ნავარჯიშებია. თუმცა არ მინდა, რომ სულ ამაზე ვიწუწუნო, რადგან ფული სწორედ ამ ხელებით ვიშოვე.”

დიახ, სერენა უილიამსს საკუთარმა ხელებმა ჯამში 82 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი მოუტანა...

 

კომენტარები

ბოლო ამბები