Thumbnail

ბუნდესლიგა | დორტმუნდს ემრე ჯანმა მოაგებინა [მიმოხილვა]

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

შაბათს გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის ხუთი თამაში გაიმართა. დღის ბოლოს დორტმუნდის ბორუსიამ ბერლინის ჰერტას უმასპინძლა - 1:0.

ანგარიში ემრე ჯანმა მეორე ტაიმში შორეული დარტყმით გახსნა, ბერლინელთა გოლკიპერმა შეცდომა დაუშვა. ეს გოლი გამარჯვებისა აღმოჩნდა, დორტმუნდი კვლავ 7 ქულით ჩამორჩება ბაიერნს, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება. 

დორტმუნდი 1:0 ჰერტა

გოლი: 1:0 ჯანი 58'

დორტმუნდი (3-4-1-2): ბიურკი - პიშჩეკი, ჯანი, აკანჯი - ჰაკიმი, ვიტსელი (80. ბალერდი), დელეინი, გერეირო (90. შმელცერი) - ბრანდტი (68. რეინა) - ტ. აზარი (79. მორეი), სანჩო 

კომენტარები

ბოლო ამბები