Thumbnail

$100 მილიონი ჯორდანისგან - თანასწორობისა და სამართლიანობითვის

  • ჯორდანი რასობრივი თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის იბრძვის
  • ლეგენდა თავის ბრენდთან ერთად ორგანიზაციებს 10 წლის განმავლობაში დააფინანსებს

ჩიგაკო ბულსის ლეგენდა, NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი და მისი სახელობის ბრენდი ათი წლის განმავლობაში 100 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რასობრივი თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის იბრძვიან. 

მანამდე ჯორდანმა აშშ-ში მიმდინარე პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელიც პოლიციელების მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.

"გაცნობებთ, რომ მაიკლ ჯორდანი და Jordan Brand, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, 100 მილიონ დოლარს გამოყოფენ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რასობრივი თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე მუშაობენ", - ნათქვამია ამერიკული კომპანია Nike-ის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. თავის მხრივ, Nike, რომლის ქვებრენდია Jordan, მომავალი 4 წლის განმავლობაში ამავე მიზნით 40 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს.

ჯორდანი ჩიკაგო ბულსის ღირსებას 1984-1998 წლებში იცავდა

57 წლის მაიკლ ჯორდანი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (1984, 1992), ჩიკაგოსთან ერთად კი NBA-ს ჩემპიონი 6-ჯერ გახდა. ის ლიგის MVP-ად 5-ჯერ დასახელდა, 14-ჯერ კი "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობდა. ჯორდანმა კარიერა ვაშინგტონში, 2003 წელს დაასრულა. 

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები