Thumbnail
  • ინიესტამ ლიონელ მესი, ხავი, სერხიო რამოსი და კრიშტიანო რონალდო გამოარჩია
  • ანდრეს ინიესტამ ბარსელონაში 2002-2018 წლებში იასპარეზა

ბარსელონას და ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ სხვადასხვა ფეხბურთელებისგან იდეალური ფეხბურთელის პორტრეტი შექმნა. აღსანიშნავია, რომ ანდრესმა ყოფილი თანაგუნდელები და პრინციპული მეტოქეები გამოარჩია…

“იდეალურ ფეხბურთელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლიონელ მესის მარცხენა ფეხი. რაც შეეხება მარჯვენა ფეხს, ჩავის გამოვარჩევდი, რომელიც საოცარ პასებს აკეთებდა. საჰაერო ორთაბრძოლებში ისეთი უნდა იყოს, როგორიც სერხიო რამოსი, ფიზიკურად კი ისეთი ძლიერი, როგორიც კრიშტიანო რონალდოა”. - განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

ინიესტამ თითქმის მთელი კარიერა ბარსელონაში გაატარა, სადაც ხავის და მესის თანაგუნდელი იყო, რამოსი და რონალდო კი მისი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ მადრიდის რეალის შემადგენლობაში.

კომენტარები

ბოლო ამბები