Thumbnail

ცუდი რიკიში, მაგრამ ბრწყინვალე მზარეული - უხუცესი სუმოისტი 50 წლის გახდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჰანაკაზე 50 წლის გახდა, ის მეოთხე დივიზიონში გაგამარუსთან ერთად ჭიდაობს
  • ის მონდომებული, მაგრამ სუსტი სუმოისტია, თუმცა ჰანაკაზე სამზარეულოს მეფეა

ამ დღეებში პროფესიულ სუმოში ყველაზე ხანდაზმული მოქმედი სუმოისტი ჰანაკაზე დაისაკუ 50 წლის გახდა...

ჰანაკაზე დოჰიოზე კარგად სამზარეულოში შრომობს

დაისაკუ იამაგუჩი (მისი ნამდვილი სახელი და გვარია) პროფესიონალი 1986 წელს გახდა. მაშინ ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ჯერ დაბადებულიც არ იყო. ჰანაკაზემ 1 400-ზე მეტი ორთაბრძოლა გამართა და მათი უმეტესობა წააგო. 

ჰანაკაზეს ყველაზე დიდი მიღწევა მეოთხე დივიზიონის მე-18 ნომრობაა. ახლა 50 წლის რიკიში მეხუთე დივიზიონი ჯონიდანში აღზევდა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მისი უდიდესი მიღწევა ტაკაიასუს დამარცხებაა, რომელიც შემდეგში ოძეკი გახდა. 

ჰანაკაზე ტაცუნამის სკოლის წევრია და კლუბში მას სამზარეულოს შეფობა აქვს ჩაბარებული. ამბობენ, რომ სუმოისტი ამ საქმეში ნამდვილი ჩემპიონია. მისი მომზადებული ტიანკო შეუდარებლად გემრიელი გამოდის. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მაისის ბაშო გაუქმდა. უმაღლეს დივიზიონში მე-11 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს ქართველი ტოჩინოშინი, ხოლო გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-4 დივიზიონ სანდანმეში 28-ე ნომრად დაქვეითდა და თუ კარიერას განაახლებს, შესაძლოა, ჰანაკაზესთანაც მოუწიოს დაპირისპირება ივლისის ბაშოზე.

კომენტარები

ბოლო ამბები