Thumbnail

გამარტივებული ოლიმპიადა - ტოკიოში ცვლილებები იქნება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოკიოს მერი ოლიმპიადის გამარტივებაზე ალაპარაკდა
  • IOC თამაშებს მეტად აღარ გადადებს

ტოკიოს მერმა იურიკო კოიკემ გაზეთ Yomiuri-სთან ინტერვიუში "გამარტივებული ოლიმპიადა" ახსენა...

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, 2021 წლისთვის გადადებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში აუცილებლად იქნება ცვლილებები. ამ საკითხზე მუდმივად მიმდინარეობს შეხვედრები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მაღალჩინოსნებსა და ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებს შორის. კოიკემ გამარტივებულ ოლიმპიადაზე დაიწყო საუბარი, თუმცა დეტალები არ გაუმხელია, რაში გამოიხატება ეს "გამარტივება".

"ჩვენ სულ სხვანაირი ოლიმპიადისთვის უნდა ვიყოთ მზად. იმისთვის, რომ ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები გაიმართოს, ტოკიოელებისა და მთელი იაპონელი ხალხის ძალისხმევაა საჭირო.

ამისთვის ჩვენ უნდა დავტოვოთ, ყველაფერი, რაც აუცილებელია და გავამარტივოთ ყველაფერი, რისი გამარტივებაც შესაძლებელია", - განაცხადა ქალაქის მერმა. 

შეგახსენებთ, რომ IOC გამორიცხავს, ოლიმპიადის მომდევნო გადადებას, ის ან 2021 წლის ზაფხულში გაიმართება, ან გაუქმდება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება პანდემიაზე, თუმცა როგორც ჩანს ახალი კორონავირუსი ჯერ არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ პანდემია იმ დროისთვის აღმოიფხვრება.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით 6.4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. 380 000 გარდაიცვალა. მძიმე სიტუაციაა ისეთ ქვეყნებში, როგორიც აშშ, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი და რუსეთია. 

კომენტარები

ბოლო ამბები