Thumbnail
  • დენ კარტერი ბლუზში თამაშს დათანხმდა
  • ის ოკლენდში ბოდენ ბარეტის შემცვლელი იქნება

მსოფლიო რაგბის ლეგენდა და რეკორდსმენი, სამგზის წლის საუკეთესო მორაგბე (2005, 2012 & 2015) დენ კარტერი, შესაძლოა, სუპერ რაგბიში დაბრუნდეს...

მედიაში გავრცელებული ცნობებით, 38 წლის ახალზელანდიელი მოლაპარაკებას აწარმოებს ოკლენდის ბლუზთან, სადაც ის, სავარაუდოდ, სათადარიგო ათი ნომრის პოზიციაზე ითამაშებს (ბოდენ ბარეტის შემცვლელად). 

კარტერი თავისუფალი აგენტია, მას მერე, რაც კონტრაქტი დაუსრულდა იაპონურ კობე სტილერსთან. იაპონიის ჩემპიონატი პანდემიის გამო შეწყდა და დენიც ოკლენდში დაბრუნდა ოჯახთან. 

საოცარია, მაგრამ ფაქტია - მსოფლიოს სამგზის საუკეთესო მორაგბე, ქულებით მსოფლიო რაგბის რეკორდსმენი, მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული დენ კარტერი თანახმაა, რომ ბლუზში კვირაში 1 800 დოლარად ითამაშოს!

კარტერს 141 მატჩი აქვს გამართული კრუზეიდერსის შემადგენლობაში, მისი ხილვა უშუალო მტრის ბანაკში "ჯვაროსნების" ფანებს ნამდვილად არ გაუხარდებათ. 

დენ კარტერმა სანაკრებო კარიერა 2015 წლის მსოფლიო თასის მოგების შემდეგ დაასრულა, მან ახალი ზელანდიის ნაკრებში 112 მატჩში 1 598 ქულა (მსოფლიო რეკორდი) მოაგროვა.  

კომენტარები

ბოლო ამბები