Thumbnail
  • ბილბაოს ატლეტიკის სპეციალური პრიზი რაიან გიგზს
  • რაიან გიგზმა მანჩესტერ იუნაიტედში 29 წელიწადი გაატარა

ბილბაოს ატლეტიკი ერთგულებისთვის... რაიან გიგზს დააჯილდოვებს, რომელმაც 29 წელიწადი მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა...

ბასკური კლუბი პრიზს, "ერთი კლუბის ერთგული ადამიანი" გადასცემს უელსელ ლეგენდას, რომელმაც ინგლისურ კლუბში ჯამში 963 მატჩი ჩაატარა. გიგზი მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიაში 14 წლის ასაკში ჩაირიცხა, 18 წლის ასაკში ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი. იუნაიტედთან ერთად ნახევარმცველმა 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-4-ჯერ ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასები.

ბილბაოს ატლეტიკი, სადაც ფეხბურთელების ერთგულებას განსაკუთრებით აფასებენ, ყოველწლიურად ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს აჯილდოვებს ერთი კლუბისადმი გამოჩენილი ლოალურობისთვის. "ჩვენ ვლაპარაკობთ მსოფლიო დონის ვარსკვლავზე, რომელმაც საოცარი ლოიალურობა გამოიჩინა ერთი კლუბის მიმართ". გიგზს "სან მამესზე" მას მერე გადასცემენ პრიზს, რაც ხელისუფლება საჰაერო მიმოსვლას აღადგენს ბრიტანეთთან.

კომენტარები

ბოლო ამბები