Thumbnail

'ტრამპმა ამერიკელებს ომი გამოუცხადა' - კარმელო ენტონი აღშფოთებას არ მალავს

  • პორტლენდის მსუბუქი ფორვარდი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა
  • 36 წლის კალათბურთელი ხელისუფლებას შავკანიანების ჩაგვრაში ადანაშაულებს 

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერის მსუბუქი ფორვარდი კარმელო ენტონი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ამერიკის ქალაქებში უწესრიგობების აღსაკვეთად შეიარაღებული ძალების გამოყენებით დაიმუქრა. 

მინეაპოლისში, პოლიციელთა სასტიკი მოპყრობის შედეგად, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას, აშშ-ის შტატებში საპროტესტო აქციები და მასობრივი არეულობები მოჰყვა. ქვეყნის პრეზიდენტმა უწესრიგობების აღსაკვეთად რეგულარული სამხედრო ნაწილების მობილიზება არ გამორიცხა.

აშშ-ის ქალაქებში წესრიგს  მხოლოდ პოლიციური ძალები ვეღარ იცავენ 

"ტრამპმა ომი გამოუცხადა ამერიკელებს, რომლებიც შავკანიანების მკვლელობების წინააღმდეგ გამოდიან. ამავდროულად, აქამდე დაკავებული არ არის ადამიანი, რომელმაც ჯორჯ ფლოიდი მოკლა.

ამერიკას ანგრევენ და წვავენ. ნაციონალური გვარდია მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის და ეს იმის გამო, რომ უარს ამბობენ ბრალის წაყენებაზეც კი იმ ოფიცრებისთვის, რომლებმაც მთელი მსოფლიოს თვალწინ მოკლეს შავკანიანი. ისინი ყველაფერს გაწირავენ, ოღონდ კი სამართალმა შავკანიანისთვის არ იზეიმოს!", - დაწერა კარმელომ ინსტაგრამში.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები