Thumbnail

საულის ახალი კლუბი ცნობილია, ატლეტიკო ბედნიერია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საულ ნიგესმა თავისი ახალი კლუბის შესახებ გამოაცხადა
  • ატლეტიკო მას დახმარებას ჰპირდება

ახლახან ატლეტიკოს ესპანელმა ნახევარმცველმა საულ ნიგესმა გამოაცხადა, რომ მალე ყველა გაიგებდა მისი ახალი კლუბის შესახებ. განცხადება ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან საული ატლეტიკოს დატოვებას, თითქოს, არ აპირებდა...

დღეს საულმა "ტვიტერზე" დაადასტურა რაზეა საუბარი - აღმოჩნდა, რომ მან ძმასთან ერთად ქალაქ ელჩეში ახალი საფეხბურთო კლუბი დაარსა. პროექტის მიხედვით, ახალ კლუბს 4-დან 18 წლის ასაკამდე 30 გუნდი ეყოლება, სადაც ჯამში 500-მდე ფეხბურთელი იასპარეზებს. კლუბს კოსტა სიტი დაერქვა.

საული ატლეტიკოს აღზრდილია, ის ძირითად გუნდში 2013 წლის ივლისიდან გამოდის და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს. საულის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 72 მილიონი ევროა. 

საულს ახალი წამოწყება ატლეტიკომ ოფიციალურად მოუწონა და მხარდაჭერაც უსურვა საქმეში: "ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი ენთუზიაზმით შეეჭიდე ამ საქმეს და ისიც კარგად ვიცით, როგორ კარგად სრულდება ყველაფერი, რასაც ხელს სერიოზულად კიდებ". 

ალბათ, არც იმის შეხსენება არ არის საჭირო, რომ ქალაქი ელჩე 25 წლის ფეხბურთელისთვის მშობლიურია. ვალენსიის მხარის ამ ქალაქში 230 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

ბოლო ამბები