Thumbnail
  • 39 წლის ინგლისელი ჯერაც თამაშობს და კარიერაში 123 გაფრთხილება აქვს მიღებული
  • იხილეთ იმ ფეხბურთელთა 50-ეული, ვინც თამაშის წესებს ყველაზე მეტად არღვევდა

ბრიტანულმა გამოცემამ FourFourTwo ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის უხეში ფეხბურთელების 50-ეული ჩამოთვალა, რომელშიც პირველი ადგილი გარეთ ბერიმ დაიკავა.

ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც კარიერის განმავლობაში ასტონ ვილაში, მანჩესტერ სიტიში, ევერტონსა და ვესტ ბრომვიჩში უთამაშია, თამაშის წესები 633-ჯერ აქვს დარღვეული და 6 წითელი და 123 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული.

არცთუ საპატიო სიაში მე-2 ადგილზე ასევე ინგლისელი კევინ დევისი (608, საუთჰემპტონი, ბლექბერნი, ბოლტონი) მოდის, მესამე კი ბელგიელი მარუან ფელაინია (588), რომელმაც ევერტონსა და მანჩესტერ იუნაიტედში 11 წელი გაატარა, ამჟამად კი, ჩინეთის ჩემპიონატში თამაშობს.

ათეულში ასევე მოხვდნენ გაბრიელ აგბონლაჰორი (439), ჯეიმს მილნერი (434), ანტონიო ვალენსია (426), პიტერ კრაუჩი (425), ლი კეტერმოლი (422), ლუკას ლეივა (410) და ტიმ კეიჰილი (402).

კომენტარები

ბოლო ამბები