Thumbnail

რონალდო იუვენტუსის ვარჯიშზე 4 საათით ადრე მივიდა - კრიშტიანოს პანდემია მოუხდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პროფესიონალიზმის მაგალითი იუვენტუსის პორტუგალიელი ვარსკვლავისგან
  • 35 წლის ფორვარდი ტურინული გუნდის ვარჯიშზე 4 საათით ადრე გამოცხადდა
  • ტესტის შედეგების თანახმად, კრიშტიანომ პანდემიის დროს ფორმა გაიუმჯობესა

ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იტალიის ჩემპიონატში სეზონის განახლებისთვის თავდაუზოგავად ემზადება და პროფესიონალიზმის მაგალითს იძლევა.

იტალიური მედიის ცნობით, 35 წლის ფეხბურთელი ტურინული გუნდის მორიგ ვარჯიშზე ოთხი საათით ადრე გამოცხადდა. როგორც ირკვევა, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დამოუკიდებლად ივარჯიშა, რის შემდეგაც მას თანაგუნდელებიც შეუერთდნენ, რომლებიც ბაზაზე მოგვიანებით მივიდნენ.

პორტუგალიელი ვარსკვლავი სეზონის განახლებისთვის ემზადება

რაც მთავარია, რონალდოს საქმისადმი ასეთი მიდგომა უფასდება კიდეც. უცნაურია, მაგრამ დღეს კრიშტიანო უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია, ვიდრე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის წინ იყო. ეს ახლახან ჩატარებული ტესტირების შედეგებმა დაადასტურა.  

შეგახსენებთ, რომ რონალდომ პანდემიის პერიოდში კარანტინი შინ, მშობლიურ მადეირაზე გაატარა, სადაც მაქსიმალურად ცდილობდა, ფორმა შეენარჩუნებინა. 

📋 მეტი ამ თემაზე:

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა სერია A-ს 22 მატჩში ითამაშა, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. რაც შეეხება მის გუნდს, იუვენტუსი სატურნირო ცხრილს 63 ქულით ლიდერობს და ქულით უსწრებს რომის ლაციოს. მაურიციო სარის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშიც გამოდის.

პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, სერია A-ს განახლება 20 ივნისს იგეგმება. ტურინის იუვენტუსი 22 ივნისს სტუმრად ბოლონიას უნდა დაუპირისპირდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები