Thumbnail
  • ირაკლი მაისურაძემ კვიპროსის მოქალაქეობის მიღების სურვილი გამოთქვა
  • საკადრო ცვლილებები თემურ ქეცბაიას გუნდში

კვიპროსული Goal.com.cy-ის ინფორმაციით, პარალიმნის ქართველ ნახევარმცველ ირაკლი მაისურაძეს კვიპროსის მოქალაქეობის მიღება და კვიპროსის ნაკრებში თამაში სურს...

31 წლის მაისურაძეს ქართული კლუბების გარდა, ბელარუსში, მალტაში, კვიპროსსა და უნგრეთში უთამაშია. ბოლო შეწყვეტილ სეზონში მან პარალიმნის შემადგენლობაში 14 მატჩი ითამაშა. 

"ის უკვე მეხუთე სეზონია კვიპროსში, დაქორწინებულია კვიპროსელზე, ამიტომაც მალე კვიპროსის მოქალაქეობას მიიღებს. მაისურაძეს კვიპროსში დარჩენა სამუდამოდ სურს. 

როგორც თავად თქვა, ირაკლის კვიპროსის ნაკრებში თამაში სურს, თუ ის ბელგიელი იოჰან ვალემს დააინტერესებს".

ირაკლი მაისურაძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2011 წელს შედგა, როცა მოლდოვასთან ამნანაგურ მატჩში 53 წუთი ითამაშა. მან კიდევ ერთხელ ითამაშა ეროვნულ გუნდში, 2013 წელს ირლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (29 წუთი). 

ირაკლი მაისურაძემ სომეხ თანაგუნდელ ჰოვჰანეს ჰამბარცუმიანზეც ისაუბრა, რომელიც სულ მალე თემურ ქეცბაიას გუნდში გადავა. მაისურაძე თავად თამაშობდა ანორთოსისში, ასე რომ, კარგად იცის ამ გუნდის შესახებ: "თუ ის ანორთოსისში გადავა, აუცილებლად გამოადგება გუნდს. კარგად ვიცნობ ქეცბაიას თამაშის ფილოსოფიას და მისი შემატებით გუნდს დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემა არ ექნება".

ორი მიდის, ორი მოდის

ქეცბაია უკვე ახალი სეზონისთვის ემზადება

რაც შეეხება ანორთოსისს, ჰამბარცუმიანის ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულია. კვიპროსული მედია ამტკიცებს, რომ ჯანო ანანიძის შემდეგ (მას კონტრაქტი დაუსრულდა ანორთოსისთან) კიდევ ორი ქართველი წავა გუნდიდან ნიკა კაჭარავა (სავარაუდოდ, რუსეთში) და თორნიკე ოქრიაშვილი. 

სავარაუდო მიმსვლელთა რიგებში კი გიორგო პაპუნაშვილსა და ბექა მიქელთაძეს ასახელებენ. ახლახან ქეცბაიამ უარი თქვა მეკარის დამატებაზე, ასე რომ, გიორგი ლორია, სავარაუდოდ, ანორთოსისში რჩება. შეგახსენებთ, რომ ანორთოსისი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები