Thumbnail

რეალს მეკარე სჭირდება | პერესი რომას გოლკიპერში 60 მილიონ ევროს იმეტებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომას მეკარე ზაფხულში შესაძლოა მადრიდში გადაბარგდეს.
  • ბრაზილიელის გადაბირება ლივერპულსა და პარი სენ-ჟერმენსაც სურთ.

მადრიდის რეალს რომას მეკარე ალისონის შეძენა სურს. ამის შესახებ Corriere dello Sport იუწყება, რომლის ცნობით, სამეფო კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის პერიოდში გოლკიპერის შეძენა აქვს გადაწყვეტილი და მზადაა, ალისონის სანაცვლოდ რომაულ კლუბს 60 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მეკარეს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

ბრაზილიის ნაკრების 25 წლის გოლკიპერი რომში წელიწადში 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. როგორც ირკვევა, მადრიდელები უკვე პირადადაც დაუკავშირდნენ ალისონს და მას 5-წლიანი კონტრაქტი და გასამრჯელოდ წლიური 5 მილიონი ევრო შესთავაზეს.

მანამდე ალისონის აგენტმა ზე მარია ნეისმა კომენტარი გააკეთა თავისი კლიენტის რომადან შესაძლო წასვლაზე, სადაც აღნიშნა, რომ მეკარე თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.

ალისონი 2013/16 წლებში ბრაზილიური ინტერნასიონალის ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც რომაში გადაბარგდა.

ალისონმა 2017/18 წლების სეზონში 27 ოფიციალური მატჩი ჩატარა და აქედან 17-ში კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები