Thumbnail

ბენ ჩილველი £85 მილიონად - ჩელსი მარცხენა მცველს ეძებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლამპარდი ჩილველს აკვირდება
  • ლესტერის მცველი ინგლისის ნაკრების შეუცვლელი წევრია

ფრენკ ლამპარდის ჩელსი მარცხენა მცველის ძიებაშია. ლონდონური კლუბი ლესტერის და ინგლისის ნაკრების განაპირა მცველს - ბენ ჩილველს აკვირდება.

თუმცა თანამედროვე სატრანსფერო ფასების მიხედვით, ამბობენ, რომ ჩილველი - £85 მილიონი ღირს, რაც იუნაიტედის მიერ ლესტერის ჰარი მაგუაირში გადახდილ თანხაზე £5 მილიონით მეტია.

ბენ ჩილველი ლესტერის ძირითად შემადგენლობაში უკვე 4 სეზონია თამაშობს, ამ დროის მანძილზე კი კლუბის აღზრდილმა თავის დამკვიდრება ინგლისის ნაკრებშიც შეძლო.

Back and buzzing! Boy I missed seeing the boys! 🤗

Posted by Ben Chilwell on ხუთშაბათი, 21 მაისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები