Thumbnail
  • ოთარ კიტეიშვილის შტურმი ვოლფსბერგერს მასპინძლობს
  • 24 წლის ქართველს ბუნდესლიგაში 4 გოლი და 5 ასისტი აქვს

8 მარტის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო, შეწყვეტილი ავსტრიის ბუნდესლიგა განახლდა. ოთარ კიტეიშვილის შტურმი 3 ივნისს მასპინძლობს ვოლფსბერგერს...

შტურმი საჩემპიონო ჯგუფში მე-5 ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება ვოლფსბერგერს. სამწუხაროდ, ქართველი ნახევარმცველის თამაში საეჭვოა. Kleine Zeitung წერს, რომ ქართველმა ლეგიონერმა ტრავმის გამო ვარჯიში გამოტოვა. მას ქუსლზე ნერვის პრობლემა აქვს. 

24 წლის კიტეიშვილმა ამ სეზონში ბუნდესლიგის 21 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ავსტრიის თასზე მან 1 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა.  

კომენტარები

ბოლო ამბები