Thumbnail

ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის საპატივცემულო საპროტესტო აქციას გურამ კაშია და შოთა არველაძეც შეუერთდნენ. 

View this post on Instagram

#blackouttuesday

A post shared by Guram Kashia (@37gk) on

სან ხოსეს ქართველმა მცველმა instagram-ზე შავ ჩარჩოში დაწერა: Black lives matter. ტაშკენტის ფახთაქორის მთავარმა მწვრთნელმა კი instagram-ზე შავი ჩარჩო გამოაქვეყნა, რასიზმთან ბრძოლის მხარდაჭერის აღსანიშნავად.

View this post on Instagram

blacklivesmatter #blackouttuesday

A post shared by Shota Arveladze (@shota_arveladze) on

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები