Thumbnail
  • პოლიციელების მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი ჩელსიშიც მიაგეს
  • ლონდონელმა ფეხბურთელებმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ცალ მუხლზე დაიჩოქეს 

ამერიკაში პოლიციელებისგან მოკლული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი ლონდონის ჩელსის ფეხბურთელებმაც მიაგეს. ლონდონელი ფეხბურთელები მოედანზე განლაგდნენ და ცალ ფეხზე დაიჩოქეს. 

გუნდის ვარჯიშზე გადაღებული ფოტო ჩელსის ნახევარმცველი რუბენ ლოფტუს-ჩიკმა ტვიტერში გამოაქვეყნა.

"საკმარისია. ყველანი ადამიანები ვართ. ერთად ძლიერები ვართ", - მიაწერა კადრს ლოფტუს-ჩიკმა.

ჩელსი ერთადერთი ინგლისური კლუბი არაა, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას მსგავსი ჟესტით გამოეხმაურა. მანამდე იგივე ლივერპულის ფეხბურთელებმა გააკეთეს. ცალ მუხლზე დადგომით აღნიშნა გოლი გლადბახის ფორვარდმა მარკუს ტიურამმა.

ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მანამდე ლივერპულმა მიაგო

ზოგადად, ეს ჟესტი პოპულარული ამერიკელი სპორტსმენებში 2016-17 წლებში იყო, რითაც ისინი სამართალდამცველების მხრიდან რასისტული ხასიათის დარღვევებს აპროტესტებდნენ. პირველად კი ამგვარად ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კოლინ კაპერნიკი მოიქცა, რომელიც ერთ-ერთი მატჩის წინ შესრულებული აშშ-ის ჰიმნის დროს ფეხზე არ წამოდგა.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები