Thumbnail
  • პარი სენ-ჟერმენს მოედნის ცენტრში პრობლემები აქვს
  • პარიზელთა გარდა, პოგბა კიდევ ორ კლუბს სურს

დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს. ამის შესახებ ხმები ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში იყო, თუმცა ინგლისურმა კლუბმა ფრანგის შენარჩუნება ამ დრომდე შეძლო.

ნახევარმცველის დამატება განსაკუთრებით მადრიდის რეალს სურს. "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს თანამემამულე განსაკუთრებით მოსწონს და მის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. 

პოგბას დამატება სურს ტურინის იუვენტუსსაც. ფრანგი სწორედ იტალიური კლუბიდან წავიდა "წითელი ეშმაკების" რიგებში სათამაშოდ, თუმცა ტრანსფერში ფავორიტი ამ დრომდე მადრიდის რეალი იყო.

Le10Sport-ის ინფორმაციით, ტრანსფერში პარი სენ-ჟერმენიც ჩაერთო. პარიზელებს სჯერათ, რომ ფრანგის დამატება შეუძლიათ. პსჟ-ს წინა შემტევი ხაზი საკამოდ კარგი აქვს. გუნდს პრობლემები უფრო მოედნის ცენტრში აქვს და სწორედ ამიტომ, პარიზელთა აზრით, პოგბას ტრანსფერი გამართლებული იქნება.

პოლ პოგბას მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკაშირებს. ინგლისურ კლუბს მოუწევს, ფეხბურთელთან მოლაპარაკებები გამართოს და ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს. თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ ნახევარმცველის გაყიდვა ამ ზაფხულს ენდომება, რადგან შემდეგ უკვე გაჩნდება შანსი, პოგბამ კლუბი სულ უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები