Thumbnail

‘ტრამპს რომ ტვინი ჰქონდეს, ამას იტყოდა’ - გრეგ პოპოვიჩმა პრეზიდენტს შეუტია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გრეგ პოპოვიჩმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდო ტრამპს შეუტია
  • ლეგენდარული მწვრთნელი მას რასიზმთან დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს

NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი სან ანტონიოს მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ და ამჯერადაც ძალიან მკაცრად გააკრიტიკა. მიზეზი რასიზმისა და პოლიციის ძალადობის მიმართ ამ უკანასკნელის დამოკიდებულებაა.

“ჩვენ ყველა ვხედავთ პოლიციის ძალადობას და რასიზმს. ჩვენ ამას ადრეც ვხედავდით, მაგრამ არაფერს ვაკეთებდით. პრობლების აღქმისა და შესაბამისი მენეჯმენტის გარეშე არასდროს არაფერი შეიცვლება. თეთრი ამერიკელები ამ პრობლემას მუდმივად აიგნორებდნენ,” - განუცხადა პოპოვიჩმა ჟურნალ The Nation-ს.

“ტრამპს რომ ტვინი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ 99 პროცენტით ცინიკური იქნებოდა, რაიმე ისეთს იტყოდა, რაც ხალხს ისევ გააერთიანებდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ მას ადამიანების ერთობა არ აინტერესებს. ტრამპი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მხოლოდ იმაზე, რაც მას პირადად მოუტანს უპირატესობას. მაგრამ პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ ტრამპი. სისტემა უნდა შეიცვალოს,” - აცხადებს 71 წლის პოპოვიჩი.

ლეგენდარულ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ყველასათვის ცხადია, რა უნდა მოხდეს: “ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის წინაშე გამოვა და იტყვის 'Black lives matter'. ტრამპი არა მარტო ორად ყოფს ხალხს, არამედ იგი ანგრევს საზოგადოებას. შეძრწუნებული ვარ იმის გამო, რომ გვყავს ლიდერი, რომელიც ვერ ამბობს, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია.” - დასძინა პოპოვიჩმა.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები