Thumbnail

ფლოიდ მეივეზერმა ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა დაღუპულის ოჯახს დახმარება შესთავაზა
  • ცნობილ ამერიკელ მოკრივეს ამის გაკეთება აფიშირების გარეშე სურდა 

მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ნახევრადსაშუალო წონაში, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს დაკრძალვის ხარჯების გადახდა შესთავაზა. როგორც ირკვევა, გარდაცვლილის ოჯახმა ცნობილი მოკრივის შეთავაზება მიიღო.

ამის შესახებ ESPN-ს მეივეზერის წარმომადგენელმა ლეონარდ ელერბიმ აცნობა.

"ის, ალბათ, გაბრაზდება ჩემზე იმის გამო, რომ ეს ხმამაღლა ვთქვი, მაგრამ ასეა. მეივეზერი დაკრძალვის ხარჯებს პირადად დაფარევს", - ამბობს ელერბი და დასძენს, რომ ყოფილი მოკრივე ამ კონკრეტულ შემთვევაში არ ეწევა თვითრეკლამას და არ სურდა, მისი ქმედება ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო.

43 წლის ფლოიდ მეივეზერის ანგარიშზე პროფესიონალურ კარიერაში 50-იდან 50 მოგებული ორთაბრძოლააა.

"ფლოიდი (მეივეზერი) მსგავს რამეს ოც წელიწადზე მეტია აკეთებს", - ამბობს ელერბი. მაგალითად, 2011 წელს მეივეზერმა ყოფილი მოკრივის ხენარო ერნანდესის დაკრძალვის ხარჯები დაფარა, რომელიც სიმსივნისგან 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამასთან, ცნობილია, რომ TMT Music-ის გენერალური დირექტორი ენზელ ჯენინგსი ჯორჯ ფლოიდს ბავშვობიდან იცნობდა, TMT Music კი მეივეზერს ეკუთვნის.  

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები