Thumbnail

Sky Sports-ის ინფორმაციით, ლიონელ მესის კონტრაქტში ერთ-ერთ პუნქტს ვადა 30 მაისს გაუვიდა. ამ პუნქტის მიხედვით, მას შეეძლო ზაფხულში ბარსელონა "უფასოდ" დაეტოვებინა...

ბარსელონაში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ლეო ამ პუნქტს არ გამოიყენებდა და ის ბარსელონაში დარჩებოდა. ასეც მოხდა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელის მთელი კარიერა ბარსელონას უკავშირდება, მაგრამ 4 წლის წინათ, ის ყველაზე ახლოს იყო ესპანური გრანდის დატოვებასთან. 2017 წელს ლეომ ბარსასთან ახალი, 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 32 წლის ფორვარდი 2021 წელს თავისუფალი აგენტი ხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები