Thumbnail

'ერთიანობა ძალაა' - ლივერპულის შთამბეჭდავი ფოტო ფლოიდის ხსოვნისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ინგლისური გუნდის ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში ჩაიმუხლეს
  • მათ პატივი აშშ-ში პოლიციის მიერ მოკლულ შავკანიან ადამიანს მიაგეს

ლივერპულის ფეხბურთელებმა თავისებურად მიაგეს პატივი ფლოიდ ჯორჯის ხსოვნას, რომელიც აშშ-ში პოლიციელის მიერ იქნა მოკლული. ინგლისური კლუბის ფეხბურთელები მოედნის ცენტრში წრეზე განაწილდნენ და ცალ მუხლზე მდგარებმა ფოტო გადაიღეს. ის სოციალურ ქსელში ლივერპულის 34 წლის მცველმა ჯეიმს მილნერმა განათავსა მინაწერით: “ერთიანობა ძალაა”. იქვე იყო ჰეშთეგიც – “შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია”.

ცნობისთვის, ეს ჟესტი პოპულარული ამერიკელი სპორტსმენებში იყო 2016-17 წლებში, როდესაც ისინი ყურადღებას სამართალდამცველების მიერ რასისტული ხასიათის დარღვევებზე ამახვილებდნენ. პირველად ამგვარად ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კოლინ კაპერნიკი მოიქცა, რომელიც ერთ-ერთი მატჩის წინ შესრულებული აშშ-ის ჰიმნის დროს ფეხზე არ წამოდგა.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები