Thumbnail
  • 'უდავოა, რომ მესი პირველი ნომერია, 20-30 წელი მის მსგავსს, ალბათ, ვერ ვიხილავთ'
  • წაიკითხე კიდევ ვინ მოსწონს 'ფენომენს', რომელმაც პორტუგალიელი არ დაასახელა

მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა რონალდომ ის 5 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომელთაც თამაშსაც თვალს ყველაზე ხშირად ადევნებს. საინტერესოა, რომ “კიჭამ” პირველი ადგილი არგენტინელ ლიონელ მესის მიაკუთვნა, ტურინის იუვენტუსის ლიდერი კრიშტიანო რონალდო კი სიაში საერთოდ ვერ მოხვდა, რაც პორტუგალიელს ნამდვილად გააბრაზებს.

“უდავოა, რომ მესი უდიდესი ტალანტი და პირველი ნომერია. ალბათ, 20-30 წელი კიდევ გავა, სანამ ვინმე მის მსგავსს ვიხილავთ. ძალიან მომწონს სალაჰი, აზარი და ნეიმარი. მათ მატჩებს ხშირაც ვუყურებ. კიდევ, მბაპეც. სხვათა შორის, კილიანს ხშირად მადარებენ. მსგავსი თვისებები ნამდვილად გაგვაჩნია, თუმცა, ფეხბურთელების შედარება არასდროს მომწონდა, მითუმეტეს, როდესაც სხვადასხვა თაობის მოთამაშეებზე ვსაუბრობთ”.

ის, რომ კრიშტიანო რონალდოს სიის მიღმა დარჩა, ნამდვილად მოულოდნელია. ის თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია და მიმდინარე სეზონშიც ძალიან შედეგიანად თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 35 წლისაა, პორტუგალიელ ფორვარდს იტალიის ჩემპიონატის 22 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ რომ თავად ბრაზილიელი რონალდო, რომელიც უკვე 43 წლისაა, მისი თაობის წამყვან ფეხბურელთა შორის იყო. თავდამსხმელი, რომელსაც “ფენომენსაც” უწოდებდნენ, 1994-დან 2008 წლამდე, პსვ-ს, ბარსელონას, ინტერის, რეალისა და მილანის ვარსკვლავი იყო, ბრაზილიის ნაკრების მაისურით კი, მსოფლიოს ორგზის (1994, 2022) ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები