Thumbnail

GTA V-ში საკუთარი ველოსიპედით, ქალაქ Los Santos-ში სეირნობა შეგიძლიათ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

კორონავირუსის პანდემიასა და გლობალურ კარანტინთან ერთად, სულ უფრო იზრდება სახლში ვარჯიშის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, ვიდეოთამაშის შემქმნელები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავების ინოვაციურ მეთოდებს იგონებენ. აქედან ერთ-ერთია სავარჯიშო პლატფორმა Zwift-ის მიერ შექმნილი ''მოუდი'' პოპულარულ თამაშ GTA V-ისთვის, რომელიც სახლიდან ვარჯიშის სრულიად ახალ დონეს შემოგთავაზებთ.

Zwift-ის მიერ დაწერილი ''მოუდის'' თამაშში დაყენების შემდეგ, GTA-ს უზარმაზარ ვირტუალურ სამყაროში საკუთარი  ველოსიპედით სეირნობის  საშუალება მოგეცემათ. მოუდი თქვენი ველოსიპედისა და ჭკვიანი ვარჯიშის აპლიკაციის თამაშში ინტეგრაციას ახდენს და გამცნობთ, თუ რა მანძილი დაფარეთ ვირტუალურ ქალაქში.

Bicycle training in GTA V

ველოსიპედით სეირნობისას, შესაძლოა, მანქანაც დაგეჯახოთ, თუკი ლოს სანტოსის კრიმინალურ უბანში მოხვდებით, ან გზატკეცილზე მანქანების მოძრაობას ყურადღებას არ მიაქცევთ. თუმცა, თუ ამისი სურვილი გექნებათ, ველოსიპედის მართვის პარალელურად, შეგიძლიათ ჯოისტიკის საშუალებით, თამაშშიც ჩაერთოთ.

ეს მოუდი ყველა პლატფორმაზე, თუმცა მხოლოდ ერთმოთამაშიან რეჟიმში მუშაობს, შესაბამისად, სეირნობისას სხვა მოთამაშეებს ვერ შეხვდებით და გაიცნობთ, თუმცა, ავტორები ამ ფუნქციის დამატებასაც გვპირდებიან.

Zwift-ის შემქნილ მოუდს GTBikeV ჰქვია და მისი გადმოწერა უფასოდ შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები