Thumbnail

'ფეხბურთი და ცხოვრება არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო' - მესი პანდემიაზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლიონელ მესიმ გლობალურ პანდემიაზე ისაუბრა
  • არგენტინელი არსებული რეალობით შეშფოთებულია

გლობალურ პანდემიაზე სალაპარაკოდ ლიონელ მესიმაც მოიცალა და განაცხადა, რომ ფეხბურთი და სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. ეს ფრაზა მესიმდე ბევრჯერ ითქვა და სხვებს არც ლეგენდარული არგენტინელი ჩამორჩა…

“უმრავლესობას ვერც კი წარმოგვიდგენია, თუ როგორი იქნება ცხოვრება მომავალში. ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ადამიანები ახლობლებს, ოჯახის წევრებს კარგავენ და იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ ისინი ბოლო გზაზე გააცილონ. არაფერია იმაზე უარესი, როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავ. ეს უსამართლობაა. ვფიქრობ, ფეხბურთი და ზოგადად ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო,” - განაცხადა ლიონელ მესიმ.

გლობალური პანდემიის გამო, ესპანეთის ჩემპიონატი მარტში შეწყდა. გუნდებმა უკვე განაახლეს ვარჯიში და ჩემპიონატის რესტარტისთვის ემზადებიან. ლა ლიგა სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში განახლდება. 27 ტურის შემდეგ, ჩემპიონატს 58 ქულით ბარსელონა ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე მე-4 ტური მთავრდება. 29-ე ტურის ბოლო მატჩში, ორშაბათს, კიოლნი ლაიპციგს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები