Thumbnail
  • იტალიის ჩემპიონატი 20 ივნისს უნდა განახლდეს
  • ‘კორიერეს’ ინფორმაციით, მატჩები ყოველდღე გაიმართება

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები სეზონის განახლების შემდეგ ყოველდღე გაიმართება - ამის შესახებ ‘კორიერე დელო სპორტი’ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს იმისათვის კეთდება, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სერია A-ს სეზონის დასრულება 2 აგვისტომდე მოასწროს.

როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატის განახლება 20 ივნისს დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ კლუბებისა და ტელევიზიების ინტერესებიდან გამომდინარე, თამაშები სხვადასხვა დროს დაიწყება. სერია A-ში სეზონი, შესაძლოა, ატალანტას და სასუოლოს მატჩით განახლდეს.

წაიკითხეგასპერინი: სიკვდილი არ მინდოდა, კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია!

იტალიაში სეზონი მარტში კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყდა. სულ ჩატარებულია 26 ტური. სერია A-ს 63 ქულით იუვენტუსი ლიდერობს. ტურინულ გრანდს მეორე ადგილზე მყოფი ლაციო მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. 

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე მე-4 ტური მთავრდება. 29-ე ტურის ბოლო მატჩში, ორშაბათს, კიოლნი ლაიპციგს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები