Thumbnail

უკვე ყველას გაუტანა - ლევანდოვსკის მიღწევა ბუნდესლიგაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა შინ 5:0 დაამარცხა ფორტუნა დიუსელდორფს, ამ შეხვედრაში დუბლი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა და მორიგი რეკორდი დაამყარა...

პოლონელმა ფორვარდმა ამ სეზონში ბუნდესლიგაში უკვე 29 გოლი გაიტანა. მას მერე, რაც ფორტუნას გაუტანა, ბუნდესლიგაში კლუბი აღარ დარჩა, რომლისთვისაც 31 წლის ფორვარდს არ გაუტანია. აქამდე მხოლოდ დიუსელდორფელთა კარში არ ჰქონდა მას გოლი გატანილი. I წრეში "რეკორდმაისტერმა" მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა, მაგრამ ლევანდოვსკის თავი მაშინ არ გამოუჩენია.

ლევანდოვსკის კარგი შანსი აქვს, რომ ბუნდესლიგის ბომბარდირი კარიერაში მეხუთედ (ზედიზედ მესამედ) გახდეს. თუ ბოლო ხუთ ტურში ლევანდოვსკი 11 გოლს გაიტანს, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდს (1972) გაიმეორებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები