Thumbnail

'ახლა გერმანული ფეხბურთი ევროპაში საუკეთესოა' - ლიოვი სეზონის განახლებაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი აცხადებს, რომ დღეისთვის გერმანული ფეხბურთი კონტინენტზე საუკეთესოა...

DFB-ის საიტთან ინტერვიუში ლიოვმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ელიტურ ლიგებს შორის ყველაზე ადრე ბუნდესლიგა განახლდა:

"ეს ცოტა სხვანაირი ფეხბურთია, თუმცა ახლა ცოტაოდენი ფეხბურთი ძალიან საჭირო იყო, თუნდაც ფანების მხარდაჭერის გარეშე. სხვა მხრივ, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ მაღალი დონის ფეხბურთით, რომელსაც ბუნდესლიგის კლუბები აჩვენებენ. ფეხბურთელებსა და კლუბებს მაღალი მოტივაცია ეტყობათ, ისინი ძალზე მონდომებულად თამაშობენ".

იოახიმ ლიოვს მიაჩნია, რომ ეს გარემოება გერმანულ ფეხბურთს წინ წაწევს და ევროპაში საუკეთესოდ აქცევს:

"ამ გარემოებამ გერმანია ევროპული ფეხბურთის ლიდერად აქცია. ეს ყველაფერი ჩემთვისაც ძალზე სასარგებლოა. ნაკრებში ფეხბურთელები გამოცხადდებიან ისეთი მოტივირებულები, თითქოს, 80 ათასიანი სავსე სტადიონის წინ თამაშობდნენ". 

შეგახსენებთ, რომ 60 წლის იოახიმ ლიოვი 2006 წლიდან გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ნაკრებში კი ის 2004 წლიდან მუშაობს (თავიდან ასისტენტი იყო). 2014 წელს მან გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი გახადა.

კომენტარები

ბოლო ამბები