Thumbnail

ლევან კუტალია უკლუბოდ დარჩა - ირტიში ყაზახეთის ჩემპიონატს გამოეთიშა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ირტიში ფინანსური პრობლემების გამო ყაზახეთის ჩემპიონატში აღარ გამოვა
  • 2019 წლის ეროვნული ლიგის ბომბარდირს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს

პავლოდარის ირტიში, რომლის ღირსებას ბოლო დრომდე საქართველოს 2019 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლევან კუტალია იცავდა, ყაზახეთის ჩემპიონატში გამოსვლას წყვეტს. ამის მიზეზი ფინანსური სირთულეებია, რომელიც ყაზახურ კლუბს შეექმნა.

ყაზახეთის პროფესიონალურმა ფეხბურთის ლიგამ პავლოდარის კლუბის განცხადება დააკმაყოფილა. ჩემპიონატიდან მოკვეთის შემდეგ, განულდა ირტიშის შედეგები, ხოლო მისი მომავალი მატჩები ჩემპიონატის კალენდარში გაუქმდა. 

📢 Профессиональная футбольная лига Казахстана сообщает о поступившем обращении футбольного клуба «ERTIS» в адрес...

Posted by FC ERTIS Pavlodar on შაბათი, 30 მაისი, 2020

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისის ყოფილი თავდამსხმელი ლევან კუტალია ირტიშში 2020 წლის იანვარში ჩაირიცხა. 30 წლის ფეხბურთელმა ყაზახურ კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მისი მაისურით სულ ორი ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო. ახლა კუტალია ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოძებნის.

"რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდით, როგორღაც თავი დაგვეღწია ამ ვითარებისთვის, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო უარესდება… შესაბამისად, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გუნდი ჩემპიონატს ჩამოშორდეს. კლუბი არ გაკოტრდება და არსებობას გააგრძელებს", - აცხადებს პავლოდარის სპორტისა და ფიზიკური კულტურის სამმართველოს ხელმძღვანელი მარატ აიდაშევი.

პავლოდარის ირტიში ყაზახეთის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა - 1993, 1997, 1999, 2002 და 2003 წლებში, 1998 წელს კი ქვეყნის თასს დაეუფლა. ამ გუნდში სხვადასხვა დროს არაერთ ქართველ ლეგიონერს უთამაშია - გოგიტა გოგუას, ლაშა დვალს და შოთა გრიგალაშვილს. 

კომენტარები

ბოლო ამბები