Thumbnail

კიკე სეტიენი: ვფიქრობ, 5 ცვლილების წესი ბარსელონას აზარალებს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ლა ლიგა 11 ივნისს უნდა განახლდეს
  • კიკე სეტიენს დროებითი წესი არ მოსწონს

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, საფეხბურთო ჩემპიონატები ნელ-ნელა ახლდება. ერთ-ერთი ასეთი ლა ლიგაა. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, ბოლო ინფრომაციით, 11 ივნისს განახლდება.

იმისათვის, რომ ტურნირი მალე დასრულდეს, ფეხბურთელებს მოკლე დროში რამდენიმე თამაშის ჩატარება მოუწევთ. ტრავმების ასარიდებლად და ფიზიკური მდგრადობისთვის ლა ლიგაში დროებით 5 ცვლილება დაშვებული იქნება.

წესი არ მოსწონს ბარსელონას მთავარ მწვრთნელს კიკე სეტიენს. კატალონიელთა დამრიგებელს მიაჩნია, რომ 5 ცვლილება მის გუნდს არ წაადგება, რადგან ბარსელონამ თამაშების გარკვეული რაოდენობის ბედი ბოლო წუთებში გადაწყვიტა, როცა მოწინააღდეგე უკვე დაღლილი იყო.

"ვფიქრობ, 5 ცვლილების წესი ზიანს მოგვაყენებს, რადგან ბოლო წუთებში რამდენიმე თამაშის ბედი გადავწყვიტეთ, ამ წესის შემდეგ კი ჩვენს მოწინააღმდეგეებს დასვენებული მოთამაშეები ეყოლებათ", - განაცხადა სეტიენმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები