Thumbnail

პსჟ-ს მეკარემ ლამბორგინი ავარიაში დაამტვრია, არიან დაშავებულები

  • მარცინ ბულკა იოლად გადარჩა, ავარიის სხვა მონაწილეები კი საავადმყოფოში არიან
  • პოლონელი გოლკიპერი ფრანგული გრანდის ღირსებას 2019 წლიდან იცავს

ფრანგული პსჟ-ს გოლკიპერი მარცინ ბულკამ ავტოავარიაში მოჰყვა და ძალიან გაუმართლა, რომ შემთხვევას ფაქტობრივად უვნებელი გადაურჩა. 20 წლის პოლონელი ფეხბურთელი სამშობლოში იმყოფებოდა, როდესაც ლამბორგინის ქირაობა გადაწყვიტა. ბულკა ტრასაზე დიდი სიჩქარით მიდიოდა, სხვა მანქანის გადასწრება სცადა და ჰიუნდაის მარკის ავტომობილს შეეჯახა.

პარიზელთა პოლონელმა კარის დარაჯმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო, სამაგიეროდ, ჰიუნდაის მძღოლი და მისი მგზავრი დაშავდნენ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ბულკას 3 წელი ლონდონის ჩელსის აკადემიაში აქვს გატარებული, პსჟ-ს რიგებში კი გასულ წელს ჩაირიცხა და ძირითად გუნდში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები