Thumbnail
  • ბასკონიას ქართველი კალათბურთელი ერთბაშად ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა
  • ევროლიგის მიმდინარე სეზონი კორონავირუსის გამო გაუქმებულად გამოცხადდა

ცნობილმა საკალათბურთო ვებ-გვერდმა Eurobasket.com კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ევროლიგის გათააშება შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა. სასიხარულოა, რომ რჩეულთა შორის ესპანური ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა. ის ერთბაშად ორ სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. თოკო დასახელდა ევროლიგის პირველი სიმბოლურ ნაკრებსა და ევროპელთა გუნდში.

Eurobasket.com present to you awards for All-#Euroleague League Awards 2020 🏀🔥🏆 #Europe https://www.eurobasket.com/Euroleague/news/629078/Eurobasket.com-All-Euroleague-Awards-2020

Posted by Eurobasket on ხუთშაბათი, 28 მაისი, 2020

პირველი სიმბოლური ხუთეული

შეინ ლარკინი (აშშ, ანადოლუ ეფესი), მაიკ ჯეიმსი (აშშ, ცსკა), თორნიკე შენგელია (საქართველო, ბასკონია), ნიკოლა მიროტიჩი (ესპანეთი, ბარსელონა), გრეგ მონრო (აშშ, ბაიერნი).

მეორე სიმბოლური ხუთეული

ნიკ კალატესი (საბერძნეთი, პანათინაიკოსი), ალექსეი შვედი (რუსეთი, ხიმკი), სკოტი ვილბეკინი (აშშ, მაკაბი), ბოიან დუბლევიჩი (მონტენეგრო, ვალენსია), ნიკოლა მილუტინოვი (სერბეთი, ოლიმპიაკოსი).

ევროპელთა ხუთეული

ნიკ კალატესი, ალექსეი შვედი, თორნიკე შენგელია, ნიკოლა მიროტიჩი, ნიკოლა მილუტინოვი.

უცხოელთა ხუთეული

შეინ ლარკინი, მაიკ ჯეიმსი, სკოტი ვილბეკინი, დერიკ უილიამსი (ფენერბაჰჩე), გრეგ მონრო.

საუკეთესოები პოზიციების მიხედვით

მოთამაშე: შეინ ლარკინი.
უკანახაზელი: შეინ ლარკინი.
ფორვარდი: ნიკოლა მიროტიჩი.
ცენტრი: გრეგ მონრო.
ევროპელი: ნიკოლა მიროტიჩი.
უცხოელი: შეინ ლარკინი.
დამცველი: ვალტერ ტავარეში (კაბო ვერდე, რეალი).
მწვრთნელი: ერგინ ატამანი (თურქეთი, ანადოლუ ეფესი).

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის მიმდინარე გათამაშება მარტის დასაწყისში შეწყდა, 25 მაისს კი, სეზონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 28 ტურის თავზე, ტურნირს 24 მოგებით თურქული ანადოლუ ეფესი ლიდერობდა, შენგელიას ბასკონიას  კი,12 მოგებით მე-13 ადგილი ეკავა, თუმცა, საპლეიოფო ზონას, რომელშიც 8 კლუბი შედიოდა, მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩებოდა. თოკოს საშუალო მონაგარი ასეთი გახლდათ: 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.9 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები