Thumbnail

კონორ მაკგრეგორი ქამრისთვის ჯერ ვერ იბრძოლებს - დანა უაითს სხვა გეგმები აქვს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 31 წლის ირლანდიელი ყოფილი ჩემპიონია ორ წონით კატეგორიაში
  • კონორ მაკგრეგორის თქმით, ის ყველა დროის უძლიერესი მებრძოლია

UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კონორ მაკგრეგორს არ მოუწევს ქამრისთვის ბრძოლა. 31 წლის ირლანდიელი ყოფილი ჩემპიონია ორ წონით კატეგორიაში, ბოლო ბრძოლა კი ნახევრად მსუბუქ წონაში გამართა და ამერიკელი დონალდ სერონე 40 წამში დაამარცხა. 

“ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიაში ჩემპიონი კამარუ უსმანია. უახლოეს პერიოდში, მას სატიტულო ბრძოლა მოუწევს ან კოლბო კოვინგტონთან, ან ხორხე მასვიდალთან, ანაც ლეონ ედვარდსთან. მოკლედ, რომელიმე მათგანთან და არა კონორ მაკგრეგორთან,” - განაცხადა დანა უაითმა.

ამასობაში, კონორ მაკგრეგორმა საკუთარ თავს MMA-ს ყველა დროის ყველაზე დიდი მებრძოლი უწოდა. “არ დაგავიწყდეთ მთავარი: ვინ მოიგო ყველაზე მეტი ბრძოლა ნოკაუტით და რომელ მებრძოლს ჰქონდა ყველაზე სწრაფი ნოკაუტები კარიერაში. ამასთან, ჩემს აქტივში ყველაზე მეტი ტიტულია. ასე რომ, მე ყველაზე დიდი მებრძოლი ვარ,” - განაცხადა კონორ მაკგრეგორმა.

31 წლის ირლანდიელი შერეულ ორთაბრძოლებში 2008 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 22 მოგება (აქედან 19 ნოკაუტით) და 4 წაგებაა, სულ კი MMA-ში 26 ჩხუბი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები